Monday, December 19, 2016

ტრენინგის მე-9  დღე დასრულდა---მნიშვნელოვანი, რთული,საიტერესო,საჭირო!
მოვისმინეთ  კურსის განმავლობაში  ჩვენ მიერ შექმნილი პროექტების პრეზენტაციები,შევაფასეთ კომენტარებით.ვფიქრობ ,შექმნილი პროექტების პრაქტიკაში განხორციელება მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის სასწავლო პროცესს!
მადლობა ქალბატონ მანანას კეთილგანწყობის,მოთმინებისა და კვალიფიციური წვრთნის  გამო!!!

Sunday, December 18, 2016

ტრენინგის მე-8 დღეს შევასწორეთ ხარვეზები, დავასრულეთ პროექტზე  მუშაობა,ბლოგზე შევქმენით გვერდები და პორთფოლიო ,შევიმუშავეთ კითხვარის ფორმა...
 ტექნოლოგიებმა დაგვღალა,მაგრამ მაინც  ძალიან მოგვწონს...

Friday, December 16, 2016

ტრენინგის მე-6 დღეს  მიზნების გათვალისწინებით შევქმენით მოსწავლეთა შეფასების რუბრიკები,დაარქივებულ საქაღალდესთან დაკავშირებით შემექმნა სირთულეები,რომელიც ქნ.მანანას დახმარებით დავძლიე.
განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი.
(მუშაობა დამღლელია ,მაგრამ საინტეერესო...)

Sunday, December 11, 2016

მეხუთე დღე

ტრენინგის მე-5 დღე საკმარისზე მეტად დატვირთული აღმოჩნდა:ვისაუბრეთ კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის მეთოდებზე და სხვის ბლოგებზე გავაკეთეთ კომენტარები; დღეისთვის არ მქონდა მზად დავალება ,ამიტომაც გამიჭირდა მოსწავლის ნაშრომში აქტივობების ჩამოთვლა: გავეცანით პრეზენტაციას საავტორო უფლებების შესახებ და შევქმენით მოსწავლის ნაცვლად ნაშრომი.

Saturday, December 10, 2016

ტრენინგის მეოთხე დღეს მოვისმინეთ ერთმანეთის  კითხვები და შევიტანეთ ზოგადი თემატური და შინაარსობრივი კითხვები პროექტის გეგმაში. გავეცანით შეფასების 5 მიზანს (მე-2 მოდულის  მე-3 აქტივობა); შევარჩიეთ  ყოველი მიზნისთვის შეფასების  შესაბამისი მეთოდი. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად "ვიცი- მინდა ვიცოდე- ვისწავლე" დიაგრამის შექმნა .

Friday, December 9, 2016

ტრენინგის მესამე დღეს   შევისწავლეთ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტის მიედვით  პროექტის დაგეგმვა; მოვიძიეთ, გავეცანით და გამოვიყენეთ ბლუმის ტაქსონომიის ზმნები; შევიმუშავეთ მაღალი და დაბალი სააზროვნო  უნარებისთვის შერჩეული კითხვები; გავეცანით  1-ლი და მე-2 მოდულის აქტივობებს.

Sunday, December 4, 2016

პროექტის არსის უკეთესად გაცნობიერების მიზნით,გავეცანით ბუკლეტების შექმნის მეთოდებს.მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა :  გადმოვწერეთ სურათები ინტერნეტიდან და ჩავსვით ტექსტთან ერთად შესაბამის ადგილას.
ტრენინგის -"ინტელის სასწავლო კურსი--პროექტებით სწავლება" პირველი დღე საკმაოდ საინტერესო  აღმოჩნდა.გავეცანით პირველი მოდულის პირველ და მეორე აქტივობებს;ვისაუბრეთ პროექტებით სწავლების მნიშვნელობაზე.გავეცანით ვიუვერის გამოყენების მეთოდებს და პროექტის გეგმას .